გულითადი სალამი სპორტის მოყვარულო!

ეს სპორტმშენია და აქ დიადი მიზნისთვის შევიკრიბეთ - შევმატოთ მსოფლიოს ახალი სპორტი!

შენ შეგიძლია მოიგო

მოიფიქრე ახალი თამაში და შეავსე განაცხადი 12 მაისამდე.
სამ გამარჯვებულს ჟიური ჯილდოდ გადასცემს ფულად პრიზებს: 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾.
საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება

არ დაგავიწყდეს, იხილო ჩვენი სპორტ-კომბაინი, რომელიც შთაგონების მიღებაში დაგეხმარება.

გამარჯვებულები

 ჭადბურთი

 ფინგერშიბა

 როლიკროსი

თუ ფიქრისას ჩიხში შეხვედი, არ იდარდო, მიმართე ჩვენს სპორტ-კომბაინს, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ინვენტარს შემოგთავაზებს და უნიკალური თამაშის შექმნაში დაგეხმარება.

შენს შექმნილ თამაშში, სპორტ-კომბაინის ელემენტების გამოყენება არ არის აუცილებელი

სპორტ-კატალოგი

ბალახი

პარკეტი

პლაჟი

კორტი

რინგი

აუზი

ყინული

ბილიკი

ტრასა

ტატამი

ოთახი

პარკი

მთა

კედელი

ჭადრაკის დაფა

პინგპონგის მაგიდა

ჟიური

სტელა ანდრიუკი

პარასპორტსმენი, მშვილდოსანი

ირმა ხეცურიანი

პარაოლიმპიური სპორტსმენი, მოფარიკავე

17-გზის მსოფლიო ჩემპიონი

ევროპის ვიცე ჩემპიონი

გივი ბაქრაძე

კალათბურთელი 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 

2011 წლის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონი 

გიგა წიბახაშვილი

ბორდგეიმერი 

სამაგიდო თამაშების კლუბის „წიბახას“ დამფუძნებელი. 

ორი სამაგიდო თამაშის თანაავტორი 

გიორგი ავალიანი

კრეატიული დირექტორი 

Holy Motors-ის დამფუძნებელი  

Webby Awards, Cannes Lions, Eurobest პრიზიორი  

გურამ თუშიშვილი

ძიუდოისტი 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი  

2017 წლის ევროპის ჩემპიონი 

ჯუბა გრიგოლია და ვახო მდივანი

adjarasport.com და adjarabet.com წარმომადგენლები 

გიორგი სარიშვილი

პროფესიონალი მრბოლელი 

იუთუბერი 

საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალურ დრიფტში 

სტელა ანდრიუკი

პარასპორტსმენი, მშვილდოსანი

ირმა ხეცურიანი

პარაოლიმპიური სპორტსმენი, მოფარიკავე

17-გზის მსოფლიო ჩემპიონი

ევროპის ვიცე ჩემპიონი

გივი ბაქრაძე

კალათბურთელი 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 

2011 წლის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონი 

გიგა წიბახაშვილი

ბორდგეიმერი 

სამაგიდო თამაშების კლუბის „წიბახას“ დამფუძნებელი. 

ორი სამაგიდო თამაშის თანაავტორი 

გიორგი ავალიანი

კრეატიული დირექტორი 

Holy Motors-ის დამფუძნებელი  

Webby Awards, Cannes Lions, Eurobest პრიზიორი  

გურამ თუშიშვილი

ძიუდოისტი 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი  

2017 წლის ევროპის ჩემპიონი 

ჯუბა გრიგოლია და ვახო მდივანი

adjarasport.com და adjarabet.com წარმომადგენლები 

გიორგი სარიშვილი

პროფესიონალი მრბოლელი 

იუთუბერი 

საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალურ დრიფტში 

წესები და პირობები

1.    სპორტმშენში (შემდგომში - „კონკურსი“) მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში კანონიერად მყოფ ფიზიკურ პირს რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს მინიჭებული ბინადრობის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე (შემდგომში - „მონაწილე“).  

2.    ყველა მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი და აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს - 18+. 

3.    კონკურსის ორგანიზატორია „აჭარაბეთი“ (შპს „ავიატორ“, ს/კ: 405076304). 

4.    განაცხადების მიღების დასრულებიდან 1 კვირის  ვადაში, აჭარაბეთი დაუკავშირდება მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებით გადავლენ მეორე, ინტერვიუს ტურში.  

5.    ინტერვიუს ტურში მონაწილეებმა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია (ონლაინ ან ოფლაინ), რომელიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა კონკურსის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე) და ჟიურის უფრო დეტალურად მოუყვნენ თავისი გამოგონილი სპორტის შესახებ.  

6.    მეორე ტურის პასუხები და 3 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება ინტერვიუს ტურის დასრულებიდან 10 დღეში.  

7.    კონკურსის მონაწილე ადასტურებს, რომ პირველ სამეულში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას აჭარაბეთის მარკეტინგულ აქტივობებში აჭარაბეთის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ინტერვიუში (მეორე ტურში) მონაწილეობით მონაწილე ადასტურებს, რომ აჭარაბეთს ეძლევა უფლება გამოიყენოს პრეზენტაციისა და ინტერვიუს ნაწილი საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის მოახდინოს მონაწილის ხმის და მისი გამოსახულების ჩაწერა და ნებისმიერ მასალაში ჩართვა, ასევე აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებში მისი სინქრონიზაცია და გამოყენება.   

8.    კონკურსის ფარგლებში მონაწილეების მიერ წარდგენილ (მათ შორის, პრეზენტაციით, ტექსტური და ვიდეო/ფოტო მასალით მიწოდებულ)  ინტელექტუალური შემოქმედების შედეგზე (შემდგომში - „პროექტი“) განსაკუთრებული საავტორო უფლებები  გადაეცემა აჭარაბეთს. შესაბამისად, აჭარაბეთი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ და გამარჯვებული მონაწილე(ებ)ისათვის დამატებითი საზღაურის გადახდის გარეშე გამოიყენოს პროექტი, მათ შორის, განახორციელოს მონაწილის მიერ გამოგონილი სპორტის სახეობის ეკრანიზაცია. 

9.    მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აჭარაბეთი იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს გამარჯვებულ იდეაზე ჩემპიონატის ჩატარება.  

10.    საპრიზო თანხა გადაეცემა გამარჯვებულ მონაწილეს, რომელმაც ვებგვერდზე განაცხადი ატვირთა. მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი გუნდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წევრებისათვის საპრიზო თანხის გადაცემაზე. აჭარაბეთი თავისუფლდება ნებისმიერი სახის მოთხოვნისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც დაკავშირებულია გუნდის წევრებს შორის საპრიზო თანხის განაწილებასთან.  

11.    გამარჯვებულების გამოვლენას განახორციელებს ჟიური საკუთარი შეხედულებისამებრ. შეფასების კრიტერიუმები მრავალფეროვანია, თუმცა პროექტი უნდა იყოს:  ინოვაციური და ორიგინალური, ადვილად განხორციელებადი, ტექნიკურად გამართული  და ყველა დეტალის შემცველი. 

12. ჟიურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.  

13. მონაწილის განაცხადი და თანდართული მასალები არ უნდა არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობას, წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მესამე პირების უფლებებს. ასევე, მონაწილის მიერ მოფიქრებული ახალი სპორტის სახეობა არ უნდა შეიცავდეს სპორტში აკრძალულ ხერხებს, ადამიანის უფლებების შემლახველ ან კანონმდებლობით აკრძალულ სხვა ქმედებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება კონკურსიდან. 

14. მონაწილე ადასტურებს, რომ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა და ნებართვა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკურსში განაცხადის და თანდართული მასალების გამოგზავნასა და მონაწილეობას. 

15. განაცხადის შევსებით მონაწილე ეთანხმება, რომ მის მიერ განაცხადში მითითებული (მათ შორის, მესამე პირისგან მიღებული) პერსონალური მონაცემები ორგანიზატორის მხრიდან დამუშავდეს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კონკურსის ჩატარების, მათ შორის, წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული მიზნებისათვის. მონაწილე აცხადებს თანხმობას, რომ  განაცხადი გადაეგზავნოს ჟიურის წევრებს და ასევე უფლებას აძლევს ორგანიზატორს დაეკონტაქტოს მას განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.  

16. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ მონაწილეს ვერ დაეკონტაქტებიან ან ის არ პასუხობს შეტყობინებას, შერჩევიდან სამი დღის განმავლობაში, ჩაითვლება რომ მან უარი თქვა პრიზზე და აჭარაბეთი იტოვებს უფლებას მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია კონკურსიდან მის მიმართ ყოველგვარი დ ვალდებულებების გარეშე და შესთავაზოს პრიზი მომდევნო შესაბამის მონაწილეს, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული. 

17. აჭარაბეთი იტოვებს უფლებას, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, გააუქმოს კონკურსი განაცხადის მიღების ვადის დაწყებამდე ან შეიტანოს ცვლილებები კონკურსის წესებში, მათ შორის კონკურსის ჩატარების ვადებში. 

18. კონკურსის წესების  მიხედვით, ერთ მონაწილეს აქვს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება. თუ დადგინდება, რომ ნებისმიერი მონაწილე წარადგენს ერთზე მეტ განაცხადს ან სხვაგვარად არღვევს კონკურსის წესებს, ან ხელს უშლის მის მსვლელობას, აჭარაბეთი გამოიყენებს უფლებას ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, მოახდინოს ამ მონაწილის კონკურსიდან მოხსნა ან/და გაუუქმოს მოგებული პრიზები. 

19. მონაწილე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ პროექტის/კონკურსის ფარგლებში ორგანიზატორისთვის/აჭარაბეთისთვის ნებისმიერი ფორმით (ელექტრონული ან/და მატერიალური) წარდგენილი/გაზიარებული ნაწარმოები, ყოველი მასალა ან/და მისი ნებისმიერის დეტალი/ნაწილი (შემდგომში - „ნაწარმოები“) არ არღვევს არცერთი მესამე პირის უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს.  ონლაინ წარდგენილი მასალების მფლობელობის თაობაზე დავის შემთხვევაში, მასალების მფლობელად ჩაითვლება კონკურსის მონაწილე. 

20. მონაწილე აცხადებს და ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, კონკურსში გაიმარჯვებს/პრიზს მიიღებს თუ არა, მის მიერ ორგანიზატორისთვის/აჭარაბეთისათვის ნაწარმოების წარდგენისთანავე/გაზიარებისთანავე აღნიშნულ ნაწარმოებზე ინტელექტუალური საკუთრების ყველა სახის უფლება, მათ შორის და არა მხოლოდ საავტორო და, დიზაინის, პატენტის  უფლებები ავტომატურად  წარმოეშობა ორგანიზატორს/აჭარაბეთს და შესაბამისად, ნაწარმოები წარმოადგენს ორგანიზატორის/აჭარაბეთის ექსკლუზიურ საკუთრებას. ორგანიზატორს/აჭარაბეთს უფლება აქვს საკუთარი სახელით და საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით განკარგვა მათ შორის და არა მხოლოდ ნაწარმოების გამოყენება, შემდგომი განვითარება, მოდიფიკაცია, ნებისმიერ სხვა მასალასთან/იდეასთან/კონცეფციასთან ინტეგრაცია,  საჯარო გაცნობა, საჯარო ჩვენება, საჯარო გადაცემა ან მისი (ასევე ასლების) ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რის სანაცვლოდაც  ორგანიზატორი/აჭარაბეთი არ არის ვალდებული გადაუხადოს მონაწილეს რაიმე სახის ანაზღაურება. ამასთან, მონაწილე ვალდებულია,  მაქსიმალურად ითანამშრომლოს ორგანიზატორთან/აჭარაბეთთან,  მათ შორის და არა მხოლოდ, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს ნაწარმოებზე ორგანიზატორის/აჭარაბეთის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დადასტურების ან/და რეგისტრაციის მიზნით. 

21. მონაწილე აცხადებს და  ადასტურებს, რომ ის შეზღუდულია და უფლება არ აქვს საკუთარი ან მესამე პირების მიზნებისთვის ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ან/და გადასცეს/გაუზიაროს მესამე პირ(ებ)ს პროექტის/კონკურსის ფარგლებში ორგანიზატორისთვის/აჭარაბეთისთვის წარდგენილი/გაზიარებული ნაწარმოები ორგანიზატორის/აჭარაბეთის წინასწარ წერილობითი თანხმობის გარეშე. 

22. მონაწილე აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის, მათ შორის და არა მხოლოდ ნებისმიერი ვალდებულების, განცხადების და გარანტიის დარღვევის შემთხვევაში პირადად, ხოლო მონაწილე გუნდის შემთხვევაში გუნდის თითოეული წევრი სოლიდარულად აგებს პასუხს აღნიშნულის შედეგად დამდგარ ნებისმიერ ზიანზე (მათ შორის და არა მხოლოდ არაპირდაპირ ზიანზე), როგორც ორგანიზატორის/აჭარაბეთის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინაშე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს/აჭარაბეთს ნებისმიერი მესამე პირ(ებ)ის მიმართ დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ან/და მის მიმართ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები, მონაწილე, ხოლო მონაწილე გუნდის შემთხვევაში გუნდის თითოეული წევრი სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს ორგანიზატორს/აჭარაბეთს  დაკისრებული ჯარიმა და ზიანი სრული ოდენობით.    

23. ნებისმიერი სადაო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს „აჭარაბეთი“.